ზურაბ ჟვანია - სამწუხაროა, რომ წელს საქართველოს ნაკრებს ვერ დავეხმარები
ზურაბ ჟვანია - სამწუხაროა, რომ წელს საქართველოს ნაკრებს ვერ დავეხმარები

„ბორჯღალოსნებისა“ და ინგლისური „უოსფზის“ მორაგბე ზურაბ ჟვანიამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ის საქართველოს ნაკრებს მსოფლიო თასზე ვერ დაეხმარება და ეს კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესის გამო მოხდა. მორაგბის განცხადებას საქართველოს პირველი არხი უცვლელად გთავაზობთ –

„მივმართავ ყველა გულშემატკივარს. მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა დაფასებისთვის და გულშემატკივრობისთვის. სამწუხაროა, რომ წელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვერ დავეხმარები. მინდა იცოდეთ, რომ ეს ჩემი პირადი სურვილის გამო არ მომხდარა, ისევ თქვენთვის და საქართველოსთვის მინდოდა მეთამაშა, განსაკუთრებით რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ასე კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესების გამო მოხდა. ცუდია, რომ სარაგბო სამყაროში ვიღაცების ინტერესი გადამწყვეტია, მაგრამ აუცილებლად გაგახარებთ ჩემს ქვეყანაში და თუ ამის უფლებას არ მაძლევენ, ამას სხვა ქვეყნიდან გავაკეთებ. მინდა წარმატება ვუსურვო ჩემს მეგობრებს, საქართველოს ნაკრებს. მადლობა ყველა თქვენგანს ყურადღებისთვის. დასმულ კითხვებს წინასწარ ვცემ პასუხს, ვისაც ენდომება აქ საუბარი, ყველასთვის ღია ვიქნები, რადგან არ ვარ პირველი, მაგრამ მინდა ამ თვალსაზრისით უკანასკნელი ვიყო და მომავალში სხვაც არ აღმოჩნდეს ჩემს სიტუაციაში. საქართველოში ჩამოვედი საქართველოსთვის და თქვენთვის, ჩემი გულშემატკივრებისთვის, მაგრამ მინდა ვისაუბრო ამ საკითხზე და ისე დავბრუნდე. მინდა საქართველო და თქვენ კიდევ ბევრჯერ გაგახაროთ“.

გაცნობებთ, რომ გუნდის სამწვრთნელო შტაბს მსოფლიო თასის წინ „ბორჯღალოსნების“ გაფართოებული შემადგენლობა ჯერჯერობით არ დაუსახელებია.