ქართველი ფეხბურთელი ზურაბ ცისკარიძე კარიერას ფინეთში, „როვანიემის“ შემადგენლობაში გაგრძელებს.
მოთამაშე, რომელსაც ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე შეხვედრა აქვს ჩატარებული, კლუბების შერჩევის განსაკუთრებული უნარით გამოირჩევა.
ეს ზურაბ ცისკარიძის კარიერაში რიგით მეშვიდე ჩემპიონატი და ქვეყანაა. მას ისეთ ეგზოტიკურ საფეხბურთო ჩემპიონატებშიც აქვს ჩატარებული მატჩები, როგორიც ტაილანდი და საუდის არაბეთია.