სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დღეს სტარტი აიღო მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატმა ჭიდაობაში. ტურნირზე პირველები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ასპარეზობდნენ. შეჯიბრზე კარგად დაიწყო გამოსვლა და ხვალ ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის იჭიდავებს სერბეთის სახელით მოასპარეზე, ქართველი ზურა დათუნაშვილი.ნახევარფინალში მან უნგრელი მეტოქე 4:3 დაამარცხა და ფინალში დანიის სახელით გამომსვლელ ბისულტანოვს შეხვდება.
შეგახსენებთ,რომ დღეს საქართველოს სახელით მედლების მოსაპოვებლად ოთხი მოჭიდავე გამოვიდა, რომელთაგანაც წარმატებით ასპარეზობას მხოლოდ ნუგზარ წურწუმია (55კგ) აგრძელებს.
ქართველმა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ყაზახ ბექბოლატოვს 5:3 სძლია და ხვალ ფინალურ ბლოკში ოქრო მედლისთვის იჭიდავებს.
შმაგი ბოლქვაძე (72კგ), იური ლომაძე (77კგ) და რობერტ კობლიაშვილი (87კგ) შეჯიბრის ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ. ბოლქვაძის დამმარცხებელი უნგრელი მოჭიდავის ფინალში გასვლის შემთხვევაში, ქართველს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი რეპეშაჟიდან ექნება.