ზუგდიდში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს
ზუგდიდში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. როგორც მაღაზიის მეპატრონე აცხადებს, წაღებულია 50 ათასი ლარის საქონელი.

„მაღაზია გაქურდეს კომენდანტის საათის დროს. წაღებულია ლეპტოპები, პერსონალური კომპიუტერები და ტელეფონები, დაახლოებით 50 ათასი ლარის საქონელი“, – განაცხადა მან.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ქურდობას გულისხმობს.