ზუგდიდში N15-ე საბავშვო ბაღი გაქურდეს. წაღებულია ორი ტელევიზორი და მუსიკალური ცენტრი.
საბავშვო ბაღის თანამშრომლებს კარი ჩამტვრეული დახვდათ, ფანჯარა კი ღია.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა იმუშავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.