სროლა იყო ზუგდიდში – სუპერმარკეტ „ლიბრესთან“ მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
დაშავებული 112-ის ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. კლინიკის ექიმის, ჟანა ჩანგელიას თქმით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია. მას მუხლს ზემოთ ძვლის მოტეხილობა აქვს და ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა.
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და კრიმინალისტები. ამოღებულია გასროლილი მასრა.
რაც შეეხება ბრალდებულს, ის ჯერ დაკავებული არ არის.