ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, სამაიას ბაღთან 44 წლის მამაკაცი დაჭრეს. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
დაჭრილს ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში სასწრაფო ოპერაცია უტარდება. ემერჯენსის ექიმის, მაია ესებუას ინფორმაციით, პაციენტი თვითდინებით შევიდა ჰოსპიტალში. მას მარცხენა ფეხზე აქვს ჭრილობა მიყენებული.
„შუახნის მამაკაცი საავადმყოფოში დაახლოებით საათნახევრის წინ შემოიყვანეს. მას ქუსლთან აქვს ჭრილობა მიყენებული ცეცხლსასროლი იარაღით, მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტს უტარდება ქირურგიული ოპერაცია“, – განაცხადა მაია ესებუამ.
შსს მომხდარ ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით იძიებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.