„ზუგდიდის“ ექსსპონსორი, უკრაინის პროფლიგის ყოფილი პრეზიდენტი ომში დაჭრეს #1TVSPORT
„ზუგდიდის“ ექსსპონსორი, უკრაინის პროფლიგის ყოფილი პრეზიდენტი ომში დაჭრეს #1TVSPORT

ზუგდიდის „დინამოს“ ექსსპონსორმა, უკრაინის პროფესიული ფეხბურთის ლიგის ყოფილმა პრეზიდენტმა ფრონტის ხაზზე კონტუზია მიიღო – სვიატოსლავ სიროტას ცეცხლი ლისიჩანსკში გაუხსნეს.

უკრაინის პროფესიული ფეხბურთის ლიგის ყოფილი პრეზიდენტი სვიატოსლავ სიროტა ფრონტზე დაიჭრა. ამის შესახებ მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა, საფეხბურთო კლუბ „მინაის“ მწვრთნელმა, ვლადიმირ შარანმა განაცხადა:

„რუსეთის შემოჭრის შემდეგ, სვიატოსლავმა ოჯახი ლვოვის რეგიონში წაიყვანა, თავად ომში წავიდა, როგორც მოხალისე და ფრონტის ხაზზე მოხვდა. იმის გათვალისწინებით, რომ არასდროს უბრძოლია და არც ჯარში ყოფილა, ხანმოკლე წვრთნა გაიარა, რის შემდეგაც ლისიჩანსკში გაემგზავრა. თავიდან იქ ბრძოლები არ ყოფილა, მაგრამ შემდგომში ლუგანსკის რეგიონი ცხელ წერტილად იქცა და სიროტა პირველ ხაზზე რთული გამოცდის წინაშე აღმოჩნდა.

– სამწუხაროდ, მტრის დაბომბვის დროს იგი სერიოზულად დაიჭრა და კონტუზია დაემართა. სამი დღის განმავლობაში თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, მძიმე ბრძოლების გამო მისი და სხვა დაჭრილების ჰოსპიტალიზაცია უკიდურესად გაჭირდა. საბოლოოდ, სვიატოსლავის დნეპერში გადაყვანა მოახერხა – ჯერ საავადმყოფოში მიიყვანეს, შემდეგ კი – სამხედრო ჰოსპიტალში. დღეს უკვე მეოთხე დღეა, რაც იქ არის. ქედს ვუხრი ჩემს ძველ მეგობარს, რომელიც უყოყმანოდ წავიდა რაშისტი დამპყრობლებისგან უკრაინის დასაცავად.

სვიატოსლავი არის ადამიანი, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა ფეხბურთისთვის. მე და სიროტა ერთად ვთამაშობდით „დნიპროში“, მანამდე ის კიევის „დინამოდან“ მახსოვს. „დნიპროს“ კიდევ ორი ​​ყოფილი ფეხბურთელი, ანდრეი პოლუნინი და ოლეგ შელაევი მხარს უჭერენ სვიატოსლავს და ყველანაირად ეხმარებიან რთულ პერიოდში. მე, ისევე როგორც მთელ ჩვენს დიდ საფეხბურთო ოჯახს, იმედი მაქვს ექიმების ნიჭის, რომელთა სანდო ხელში სვიატოსლავი მოხვდა. გვჯერა, რომ მალე ის ბევრად უკეთ იგრძნობს თავს და სრულად გამოჯანმრთელდება. მთავარია, ადამიანი ცოცხალი იყოს – სიცოცხლე ხომ ღმერთის მიერ მოცემული უდიდესი ღირებულებაა. ახლა ყველა ერთად ველოდებით ჩვენს გამარჯვებას“, – ამბობს „დნიპროს“ ყოფილი მოთამაშე.

საინტერესოა, რომ სვიატოსლავ სიროტა 2015 წელს ზუგდიდის საფეხბურთო კლუბს „ზუგდიდს“ სპონსორის რანგში ეხმარებოდა, სადაც მისი წარმომადგენელი ლევან გულორდავა იყო, მთავარი მწვრთნელი, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი წიტაიშვილის მამა – კობა წიტაიშვილი.