ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ორი ქართველია – რამაზ ზოიძე (72 კგ), რომელმაც ნახევარფინალში ყაზახ კისიმეტოვს 7-5 მოუგო და გელა ბოლქვაძე (82 კგ), რომელმაც იაპონელი ცურუდა 5-2 დაამარცხა.
სამწიხაროდ, ნახევარფინალში გასულმა კიდევ ერთმა ქართველმა, გიორგი მელიამ, რუს გოლოვინთან 0-9 წააგო და მხოლოდ ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.
ფინალური ორთაბრძოლები 72 და 82 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში ხვალ, 20.00 საათზე დაიწყება.