ზლატანი - MLS-ის წლის საუკეთესო გოლის ავტორი და საუკეთესო დებიუტანტია [ვიდეო]
ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ლიგაში (MLS) წლის საუკეთესო ახალწვეული გახდა. ამ ნომინაციაში მან ინგლისელ უეინ რუნის აჯობა. შვედმა გამოკითხულთა ხმების 36 პროცენტი მიიღო, ინგლისელმა – 32.
ზლატანმა „ლოს ანჯელეს გალაქსის“ მაისურით 27 შეხვედრა ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა. რუნის ანგარიშზე კი 12 გოლი და 6 საგოლე პასი მოდის.
გარდა ამისა, იბრაჰიმოვიჩი MLS-ის რეგულარული სეზონის საუკეთესო გოლის ავტორად აღიარეს. 37 წლის ფეხბურთელმა თავის სადებიუტო მატჩში 36 მეტრიდან „ლოს ანჯელესს“ გაუტანა.