MLS-ის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში „ლოს ანჯელეს გელაქსის“ ფორვარდმა – ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, კარიერაში საიუბილეო – მე-500 გოლი გაიტანა.
ეს „ტორონტოსთან“ მატჩის 43-ე წუთზე მოხდა. იმ მომენტისთვის „გელაქსი“ 0:3-ს აგებდა, შემდეგ შეძლო ანგარიშის გათანაბრება, თუმცა მაინც წააგო – 3:5.
ზლატანის 500 გოლში ჩათვლილია, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე გატანილი გოლები. შვედი, მესამე მოქმედი ფეხბურთელია, ვინც ამ ზღვარს მიაღწია. მანამდე იგივე შეძლეს ლიონელ მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ.
„გელაქსიმდე“ იბრაჰიმოვიჩი „მალმიოში“, „აიაქსში“, „იუვენტუსში“, „ინტერში“, „ბარსელონაში“, „მილანში“, „პარი სენ-ჟერმენსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობდა.