ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტაშს უკრავს „ნაპოლის“ და კვარაცხელიას - ეს ხვიჩას წელია, ის ოსიმენთან ერთად საუკეთესოა # 1TVSPORT
„მილანის“ ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი „ნაპოლის“ სერია A-ს მოგების მთავარ ფავორიტად მიიჩნევს, Sky Sport-თან ინტერვიუში შვედმა ცენტრფორვარდმა ნეაპოლური გუნდი შეაქო და მისი თავდამსხმელების, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის თამაშით აღფრთოვანება ვერ დამალა.
ზლატანის თქმით, წლევანდელი „ნაპოლი“ ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, რომელიც მას ოდესმე უნახავს.
„ხვიჩა კვარაცხელია? დიახ, ძლიერია და ძალიან მომწონს. ვიქტორ ოსიმენი ასევე შესანიშნავი თავდამსხმელია. წლევანდელი „ნაპოლი“ ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, რომელიც მინახავს. ამას ამტკიცებს ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის ნაჩვენები შედეგები და სერია A-ს სატურნირო ცხრილი. ახლა „ნაპოლის“ დროა.
კვარა და ოსიმენი ასე კარგად რომ თამაშობენ, ეს მთლიანად გუნდის დამსახურებაა. საქმე ეხება არა მხოლოდ ინდივიდუალურ თვისებებს, არამედ გუნდს. „ნაპოლის“ სიძლიერე მხოლოდ თავდასხმაში კარგი თამაში არ არის – მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, მწვრთნელისა და მენეჯმენტის გუნდურ მუშაობაშია.
ლუჩიანო სპალეტი ძლიერი მწვრთნელია, მას ჯერ სკუდეტო არ მოუგია, მაგრამ წელს ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ „ნაპოლი“ გაიმარჯვებს. აღტაცებული ვარ კლუბის პრეზიდენტით – აურელიო დე ლაურენტისი „ფეხბურთის გენიოსია“, – განაცხადა Sky Sport-თან ინტერვიუში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.