შვედური ფეხბურთის ლეგენდა ზლატან იბრაჰიმოვიჩი შეიძლება ეგვიპტურ კლუბ „პირამიდაში“ გადავიდეს, – იტყობინება გამოცემა „რეკორდი“ (Record).
როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, „ლოს ანჯელეს გელაქსიმ“ და „პირამიდამ“ უკვე მოილაპარაკეს ფორვარდის ტრანსფერზე, მაგრამ თავისი სიტყვა არ უთქვამს თავად იბრაჰიმოვიჩს. ვარაუდობენ, რომ ახალ გუნდში ის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გადავა.
ამ დღეებში, ეგვიპტურმა კლუბმა „მილანის“ ყოფილი მეკარე, ბრაზილიელი დიდა გოლკიპერების მწვრთნელად დანიშნა.