ზლატან იბრაჰიმოვიჩი - პოლიტიკა რომ მაინტერესებდეს, პრეზიდენტი ვიქნებოდი #1TVSPORT
„მილანის“ ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიხსენა სიტყვები „ლეიკერსის“ კალათბურთელ ლებრონ ჯეიმსზე.
თებერვალში შვედმა კალათბურთელმა განაცხადა, რომ ლებრონმა თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური გამონათქვამებისგან და მხოლოდ სპორტს უნდა დაუთმოს ყურადღება. პასუხად კალათბურთელმა თქვა, რომ არ აპირებს მხოლოდ სპორტით შემოიფარგლოს და მომავალში ისევ იბრძოლებს თანასწორობისთვის, ასევე სოციალური უსამართლობისა და რასიზმის წინააღმდეგ.
„სპორტი აერთიანებს, პოლიტიკა კი ყოფს ადამიანებს. თუ ვილაპარაკებთ რასიზმზე, ეს სრულიად სხვა არის. მე ამას არ ვეთანხმები. მაგრამ არ მივსდევ პოლიტიკას. მე რომ ეს მაინტერესებდეს, დღეს პრეზიდენტი ვიქნებოდი.
ლებრონს პირადად არ ვიცნობ. მე არ ვაპირებ მის განსჯას. როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს რასისტების მიმართ, ის მართალია, რადგან, როცა 50 ათასი ადამიანი ბოშას გიწოდებს, ესეც იგივეა. ეს ასევე რასიზმია.
მაგრამ მე პოლიტიკას არ ვეხები. მე სპორტს მივსდევ. ასე ვავრცელებ სიყვარულს“, – თქვა 40 წლის შვედმა ფეხბურთელმა.