ზივზივძის შესანიშნავი დებიუტი - ბუდუმ ყოფილ გუნდს გაუტანა #1TVSPORT
ზივზივძის შესანიშნავი დებიუტი - ბუდუმ ყოფილ გუნდს გაუტანა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძემ „უიპეშტში“ შესანიშნავი სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა – 27 წლის ქართველმა თავდამსხმელმა პირველივე შეხვედრა საკუთარი ყოფილი კლუბის, „ფეჰერვარის“ წინააღმდეგ გამართა და გოლი გაუტანა, რითაც გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

უნგრეთის ჩემპიუონატის 21-ე ტურში აუტსაიდერი „უიპეშტი“ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელს, „ფეჰერვარს“ ესტუმრა (საიდანაც მცირე ხნის წინ ზივზივაძე დაიმატეს) და დიდი სენსაციის ავტორი გახდა.

„უიპეშტის“ შემადგენლობაში იყო ორივე ქართველი – გიორგი ბერიძე (63-ე წუთზე შეცვალეს) მარცხენა ფლანგიდან უტევდა, ხოლო ბუდუ ზივზივაძემ მისთვის ჩვეული პოზიცია, ცენტრალური თავდმსხმელი ადგილი დაიკავა და 78 წუთი ითამაშა.

ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისშივე გაიხსნა. 46-ე წუთზე მასპინძელთა კარი იოჰან გროიცემ აიღო. 74-ე წუთზე კი ზივზივაძემ ყოფილი კლუბს მეორედ გაუტანა და „უიპეშტის“ უპირატესობა კიდევ უფრო სოლიდური გახადა. ეს მისთვის სეზონში მესამე გოლი იყო, ხოლო ახალ კლუბს პირველივე მატჩში მოგებაში დაეხმარა.

„ფეჰერვარმა“ 88-ე წუთზე სხვაობა შეამცირა – სტუმრებს ნემანია ნიკოლიჩმა გაუტანმა, მაგრამ საბოლოოდ „უიპეშტმა“ უპირატესობა ხელდიან არ გაუშვა, 1:2 მოიგო და 21 ტურის შემდეგ 21 ქულა დააგროვა. ამან გუნდს საშუალება მისცა, „ბუდაპეშტისთვის“ (20) გადაესწრო და მე-11 ადგილზე დაწინაურდა.