ზივზივაძის მენეჯერი - ისრაელის გარდა, ბუდუს „კარლსრუესა“ და პოლონეთში გადასვლასაც სთავაზობენ #1TVSPORT
„ისრაელის გუნდს ზივზივაძის ტრანსფერზე რომ ველაპარაკებით, ფაქტია, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ საუბრის დონეზეა და ჯერ არ ვიცი, საბოლოოდ რა მოხდება“, – განაცხადა ბუდუ ზივზივაძის მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ საქართველოს პირველ არხთან ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერის შესახებ.
ინფორმაცია საქართველოს ნაკრებისა და „ფეჰერვარის“ თავდამსხმელის, ბუდუ ზივზივაძისადმი ბერ-შევას „ჰაპოელის“ დაინტერესებაზე sport5.co.il-მა გაავრცელა. ადგილობრივი გამოცემის მტკიცებით, განსაკუთრებით ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ელინივ ბრედა აქტიურობს და უნგრული კლუბის 28 წლის ქართველი თავდამსხმელის იჯარით დამატება სურს.
„ბუდუ ზივზივაძისთვის ბერ-შევას „ჰაპოელი“ ერთ-ერთი საინტერსო ვარიანტია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია. ისრაელის ვიცე-ჩემპიონი ერთადერთი გუნდი არ არის, რომელიც ბუდუს დამატებით დაინტერესდა. მას სხვა გუნდებიც იწვევენ. მაგალითად, პოლონეთის უმაღლესი დივიზიონის გუნდიც იწვევს და მეორე ბუნდესლიგის „კარლსრუეც“, რომელსაც ბოლო დროს ხშირად ველაპარაკებით“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ლაშა ოდილაძემ.