ზივზივაძემ უნგრეთში ისევ გაიტანა - „უიპეშტმა“ მოიგო და ბოლო ადგილს დაშორდა [ვიდეო] #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა და შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონატში აუტსაიდერ „უიპეშტს“ მხსნელად მოევლინა.

ჩემპიონატის 23-ე ტურში „უიპეშტმა“ საკუთარ მოედანზე „პუშკაშ აკადემიას“ უმასპინძლა. ბუდუ ზივზივაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო გიორგი ბერიძე ამჯერად განაცხადში ვერ მოხვდა. მასპინძლები თავიდან მდევრის როლში აღმოჩდნენ – 26-ე წუთზე ანგარიში უკრაინელმა არტემ ფავოროვმა ეფექტური საჯარიმო დარტყმით გახსნა, მაგრამ 6 წუთში ქართველმა თავდამსხმელმა კიდევ უფრო ეფექტური გოლით წონასწორობა აღადგინა. ზივზივაძე საჯარიმოსთან ორი მცველს გასცდა და ძლიერად, ზუსტად დაარტყა. ეს ახალ გუნდში ჩატარებულ სამ შეხვედრაში მის მიერ გატანილი მეოთხე გოლი იყო. მეორე ტაიმში კი ბრანკო პაულიევიჩმა სტუმრებს გადამწყვეტი გოლი გაუტანა და ქართველების გუნდმა 2:1 მოიგო.

პირველი წრის შემდეგ „უიპეშტი“ უნგრეთის ჩემპიონატის აუტსაიდერი იყო, მაგრამ ზივზივაძის გადასვლის შემდეგ გუნდმა ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო და ერთბაშად სამი ადგილით დაწინაურდა – გუნდმა მე-12-დან მე-8 პოზიციაზე გადაინაცვლა.