ზივზივაძემ საგოლე გადაცემა შეასრულა - „კარლსრუემ“ „ელვერსბერგი“ დაამარცხა #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძემ ისევ გამოიჩინა თავი „კარლსრუეში“, რომელიც „ელვერსბერგს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.
მეორე ბუნდესლიგის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „კარლსრუეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო, 86 წუთი ითამაშა და მასპინძელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.
„კარლსრუემ“ თამაში კარგად დაიწყო და მე-18 წუთზე გიუნტერის გოლით დაწინაურდა. შნელბახერმა 30-ე წუთზე ანგრიში გაათანაბრა და პირველი ნახევარი 1:1 დასრულდა.
ბუდუმ თავი მეორე ტაიმის დასაწყისში გამოიჩინა – მისი საგოლე გადაცემით 48-ე წუთზე შლოისენერმა „კარლსრუე“ ისევ დააწინაურა. მართალია, სტუმრებმა ასლანის გოლით მე-60 წუთზე ანგარიში ისევ გაათანაბრეს, მაგრამ 75-ე წუთზე ჰუნზიკერმა ქართველის „კარლსრუეს“ გამარჯვება მოუტანა.
სამი ტურის შემდეგ „კარლსრუემ“ შვიდი ქულა დააგროვა და „ჰანოვერთან“ ერთად მეორე ბუნდესლიგის ლიდერია, ბუდუ ზივზივაძემ კი სამ ტურში სამ გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.