ზივზივაძემ „კარლსრუეს“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა - ქართველის გუნდმა გასვლით მატჩში ქულა მოიპოვა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებში ჩატარებული მატჩების მიუხედავად, ბუდუ ზივზივაძემ „კარლსრუეში“ ითამაშა და გუნდს „შალკესთან“ გასვლით მატჩში ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 0:0.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 27-ე ტურში „კარლსრუეს“ მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან აიხნერმა „ჯვაროსნების“ თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში დააყენა და 69 წუთი ათამაშა.
27 ტურის შემდეგ „კარლსრუემ“ 39 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილზეა, სეზონის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე კი ბუნდესლიგის პლეი ოფის ზონაში მყოფ მესამეადგილოსან „დიუსელდორფს“ (46) შვიდი ქულით ჩამორჩება და ბუნდესლიგაში დაწინაურების შანსს ინარჩუნებს.
შეგახსენებთ, რომ ზივზივაძის დუბლით ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგთან 2:0 მოიგო. ბუდუ ასევე ძირითად შემადგენლობაში იყო ფინალში, საბერძნეთთან მოგებულ შეხვედრაში და 74 წუთი ითამაშა.