ზივზივაძემ გერმანიაში პირველი გოლი გაიტანა - „კარლსრუემ“ „კაიზერსლაუტერნი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძემ გერმანიაში სადებიუტო გოლი გაიტანა და მეორე ბუნდესლიგაში „კარლსრუეს“ „კაიზერსლაუტერნის“ დამარცხებაში დაეხმარა – 2:0.

33-ე ტურში ქართველი თავდამსხმელის გუნდმა მეტოქე საკუთარ სტადიონზე მიიღო. ბუდუ ზივზივაძე სათადარიგოთა შორის იყო, მოედანზე კი 70-ე წუთზე გამოჩნდა.

ამ დროისთვის 0:0 იყო. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ბურთთან ლამის პირველივე შეხებით ანგარიში გახსნა, ხოლო 90+5-ე წუთზე ნებელმა მეორე გოლი გაიტანა.

33 ტურის შემდეგ „კარლსრუე“ 45 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა, ბუდუ ზივზივაძემ კი გერმანიაში გადასვლის შემდეგ სადებიუტო გოლი გაიტანა.