ზივზივაძემ გაიღვიძა, ტორპედო დინამოს დაეწია
ზივზივაძემ გაიღვიძა, ტორპედო დინამოს დაეწია

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მერვე ტურის მორიგი შეხვედრა სამტერდიაში გაიმართა. ეროსი მანჯგალაძეზე  ქუთაისის ტორპედომ ვიტ ჯორჯიას უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

ქუთაისელთა გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა ბუდუ ზივზივაძემ. ტორპედოს თავდამსხმელს აქამდე გოლი გატანილი არ ჰქონდა, ახლა კი 29-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 65-ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ ანგარიში მისი გადაცემით გაზარდა. ვიტ ჯროჯიამ მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხა – 89-ე წუთზე მეტოქის კარი ზურაბ მუსელიანმა აიღო და ტორპედომ 2:1 მოიგო.

ქუთათურებმა რვა შეხვედრაში 16 ქულა დააგროვეს და თბილისის დინამოსთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ, ხოლო ვიტ ჯორჯია 8 ქულით მეშვიდეა.