ზივზივაძემ ბუნდესლიგელსაც გაუტანა - „ფეჰერვარმა“ გასვლაზე „კიოლნი“ დაამარცხა #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძემ კონფერენს ლიგაზე საგოლე სერიალი პლეი ოფის პირველ მატჩშიც გააგრძელა – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გუნდი გასვლაზე გერმანიის ბუნდესლიგელ „კიოლნს“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა.
ბუდუ უნგრელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მან ერთ-ერთი გადამწყვეტი როლიც ითამაშა. ფავორიტად გერმანელები მიიჩნეოდნენ და მატჩის სცენარიც ასე წარიმართა – მე-14 წუთზე უნგრელების კარი ფლორიან დიცმა აიღო.
მოედანზე ვითარება საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გოლმა შეცვალა – 32-ე წუთზე ზივზივაძემ ფლანგური გადაცემა მიიღო და კარში ზუსტად დაარტყა, მე-40 წუთზე კი პალ დარდაიმ „ფეჰერვარი“ დააწინაურა.
მეტოქეთა მცდელობის მიუხედავად, მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა. ზივზივაძემ 85-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 90+4-ე წუთზე კი შეცვალეს – „ფეჰერვარმა“ 2:1 მოიგო და განმეორებით მატჩს 25 აგვისტოს ფავორიტის რანგში უმასპინძლებს.
ზივზივაძე შესანიშნავ ფორმაშია, ეს იყო მისი მეხუთე საერთაშორისო მატჩი სეზონში უნგრული გუნდის შემადგენლობაში და უკვე მეექვსე გოლი გაიტანა.