ზივზივაძემ ანგარიშზე საგოლე გადაცემა ჩაიწერა - „კარლსრუემ“ „კიოლნთან“ ქულა მოიპოვა #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძემ საგოლე გადაცემა შეასრულა „კარლსრუეს“ რიგებში, რომელიც გერმანიის მეორე ბუდნესლიგაში „კიოლნს“ დაუპირისპირდა და უხვგოლიან შეხვედრაში ქულა მოიპოვა – 4:4.
ზივზივაძე სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 80 წუთი ითამაშა. „კიოლნმა“ შეხვედრა ძალიან კარგად დაიწყო. მე-15 წუთისთვის სამი გოლი გაიტანა, შესვენებამდე კი კომფორტული უპირატესობით დაწინაურდა – 4:2.
ვალდშმიდტის (3) და დაუნსის (7, 15) გოლებს „კიოლნმა“ ვანიცეკის დუბლით (19, 27) უპასუხა. „კარლსრუეს“ კაპიტანმა პირველად მასპინძლების კარი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის საგოლე გადაცემით აიღო. მაგრამ შესვენებამდე (45+2) „კიოლნის“ ორბურთიანი სხვაობა ლემპერლემ აღადგინა.
მეორე ტაიმი „კიოლნმა“ წარმატებულად დაიწყო, მასპინძლებს ორი გოლი გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა.
„კარლსრუემ“ მეორე ბუდნესლიგაში გამართული 7 ტურის შემდეგ წაგების გარეშეა და 15 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა. ზივზივაძის ანგარიშზე კი 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.