ზივზივაძე ისევ გამორჩეულია - უნგრეთში მიხეილ მესხი გამოჩნდა (ვიდეო)
უნგრეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში ბუდუ ზივზივაძის „მეზოკოვეშდი“ ბუდაპეშტში „ჰონვედს“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.
სტუმართა გამარჯვებაში დიდი როლი ქართველმა თავდამსხმელმა შეასრულა – 25 წლის ზივზივაძე „მეზოკოვეშდის“ ორივე გოლში მონაწილეობდა. 41-ე წუთზე, მისი დარტყმის შემდეგ დამატებაზე უნგრეთის ნაკრებიზ ნახევარმცველმა დანიელ ნაგიმ წონასწორობა აღადგინა.
50-ე წუთზე ზივზივაძე კარისკენ დაიძრა, მცველთან ბრძოლაში ბურთი შეინარჩუნა და საჯარიმოში გახსნილ ბოსნიის ნაკრების ნახევარმცველს, დინო ბასიროვიჩს ჩააწოდა, რომელმაც გოლის აღნიშვნისას ხელი ქართველისკენ გაიშვირა და მისი დამსახურება აღნიშნა 1:2.
ბუდუმ თამაში შეუცვლელად ჩაატარა. საინტერესოა, რომ მოედანზე მასთან ერთად კიდევ ერთი ქართველი გამოჩნდა – „მეზოკოვეშდში“ ზივზივაზის თანაგუნდელი უკრაინის მოქალაქე მიხეილ მესხი, 22 წლის შემტევი ნახევარმცველი, რომელიც მოედანზე 87-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა.
18-ე ტურში დაგროვებული 34 ქულით „მეზოკოვეშდი” მე-3 ადგილზეა და ლიდერ „ფერენცვაროშს“ რვა ქულით ჩამორჩება, ხოლო მეორეადგილოსან „ფეჰერვარს“ – მხოლოდ ორით.
დატოვე კომენტარი