ზივზივაძე და ბერიძე ნახევარფინალში გავიდნენ - „უიპეშტმა“ „ბეკეშჩაბა“ დაამარცხა #1TVSPORT
„უიპეშტი“ უნგრეთის თასის ნახევარფინალშია – გუნდი, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, თასის მეოთხედფინალში გასასვლელად უნგრეთის მეორე ლიგის „ბეკეშჩაბა 1912“-ს დაუპირისპირდა და დაძაბული შეხვედრა 3:2 მოიგო.
სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ამჯერად ქართველები დაასვენა და მოედანზე მხოლოდ მეორე ტაიმში შეუშვა, რადგან რანგით დაბალი ლიგის გუნდთან შედარებით იოლ მატჩს ელოდა და არც შემცდარა. გიორგი ბერიძე მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო ბუდუ ზივზივაძე – მე-80-ზე.
„უიპეშტმა“ თამაში დამაჯერებლად დაიწყო და უკვე მე-3 წუთზე კრისტიან სიმონმა ანგარიში გახსნა. „ბეკეშჩაბა 1912“-მ წონასწორობა მე-18 წუთზე ტომაშ ილიეშის გოლით აღადგინა, მაგრამ სტუმრები უკეთ გამოიყურებოდნენ და 50-ე წუთისთვის აბდულა იაჰაიას და მიროსლავ ბიელოშის გოლებით უპირატესობა მოიპოვეს.
მასპინძელთა შემტევმა პეტერ ტოტიმ 77-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, მაგრამ საბოლოოდ, „უიპეშტმა“ გამარჯვება ხელიდან არ გაუშვა, 3:2 გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.
„უიპეშტი“ ამჟამინდელი ტიტულის მფლობელია, 2021 წლის უნგრეთის თასის ფინალში გუნდმა „ფეჰერვარი“ დაამარცხა, საიდანაც ახლახანს იჯარით ზივზივაძე დაიმატა.