ზინედინ ზიდანს შანსი აქვს ზამთარში გახდეს პსჟ-ის ახალი მთავარი მწვრთნელი #1TVSPORT
ზინედინ ზიდანს შანსი აქვს ზამთარში გახდეს პსჟ-ის ახალი მთავარი მწვრთნელი #1TVSPORT

ზინედინ ზიდანმა, შესაძლოა, უკვე ზამთარში შეცვალოს მაურიციო პოჩეტინო „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობა და „რეალის“ ყოფილი დამრიგებელი უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს – ამ მომენტისთვის ზიდანი საფრანგეთში იმყოფება და სარეკლამო კონტრაქტებს განიხილავს.

გამოცენა Deportes Cuatro-ს ინფორმაციით, მოლაპარაკებები ზიდანსა და ყატარელ შეიხებს შორის „კარგად მიმდინარეობს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის“.

უფრო ადრე გაზეთმა „ეკიპმა“ დაწერა, რომ პოჩეტინოსთან პრობლემები აქვს ლიონელ მესის. არგენტინელ ფეხბურთელს მიაჩნია, რომ ამჟამინდელ მწვრთნელს არ შეუძლია მაქსიმუმის მიღება ვარსკვლავური შემადგენლობისგან.