„რეალ მადრიდის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი უარყოფს, თითქოს გარეთ ბეილის მიმართ უპატივცემულობა გამოამჟღავნა და აცხადებს, რომ კვირას, 21 ივლისს, მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ მიმდინარე მატჩის დროს, ფეხბურთელმა მოედანზე შესვლაზე უარი განაცხადა.
რამდენიმე დღის წინ, ზიდანმა თქვა, რომ ბეილი კლუბის დატოვებასთან ძალიან ახლოს არის და რომ მისი წასვლა „ყველასთვის კარგი იქნება“.
ამ სიტყვებმა ბეილის აგენტის, ჯონათან ბარნეტის გაღიზიანება გამოიწვია. მან განაცხადა, რომ ფრანგმა სპეციალისტმა უელსელის წინააღმდეგ უპატივცემულობა გამოამჟღავნა.
„მე არავის მიმართ უპატივცემულობა არ გამომიჩენია“, – პასუხობს ზიდანი ბარნეტს, – „მე უბრალოდ ის აღვნიშნე, რომ კლუბი ბეილის გაშვებაზე მუშაობს. ამის გამო, „ბაიერნის“ წინააღმდეგ მატჩში ბეილმა მოედანზე შესვლა არ ისურვა. კლუბი აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს, ეს არის და ეს“.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, უელსის ნაკრების ფორვარდით რამდენიმე ევროპული გუნდი ინტერესდება, მათ შორის „მანჩესტერ იუნაიტედი“ და ფეხბურთელის მშობლიური „ტოტენჰემი“.