მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი აცხადებს, რომ ესპანეთის ჩემპიონი სეზონის ბოლო ტურში გაირკვევა. მადრიდელებმა 32-ე ტურში სტუმრად „ესპანიოლი“ 0-1 დაამარცხეს, „ბარსელონამ“ კი „სელტასთან“ ფრედ, 2-2 ითამაშა. ამის შედეგად, „რეალი“ ერთპიროვნული ლიდერი გახდა და ჩემპიონატის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე ორი ქულით უსწრებს კატალონიელებს.
„არ ვაპირებ დარწმუნებით იმის თქმას, რომ ჩვენ ჩემპიონატს მოვიგებთ. გამარჯვებული სეზონის ბოლო დღეს გაირკვევა. თავადაც ნახეთ, რამდენად რთული გამოდგა მატჩი გუნდთან, რომელიც ბოლო ადგილზე იმყოფება. ეს იმის დასტურია, რომ ამ ლიგაში წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ“, – მოჰყავს ზიდანის სიტყვები ესპანურ გამოცემა „მარკას“.
33-ე ტურში „ბარსელონა“ და „რეალი“ შინ ითამაშებენ. კატალონიელები 1 ივლისს „სელტას“ უმასპინძლებენ, მადრიდელები კი 2 ივლისს „ხეტაფეს“ შეხვდებიან. ორივე მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.