ზინედინ ზიდანი ავტოავარიაში მოხვდა
ზინედინ ზიდანი ავტოავარიაში მოხვდა

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი საკუთარი კლუბის საწვრთნელ ბაზასთან ახლოს ავტოავარიაში მოხვდა.

ფრანგი სპეციალისტი „რეალის“ საწვრთნელ ცენტრში მიემგზავრებოდა, როცა საკუთარი „აუდით“ სხვა ავტომობილს შეეჯახა.

პრესის ინფორმაციით, ზიდანს დაზიანება არ ჰქონია, მისი მანქანა კი მსუბუქად დაზარალდა.

მეორე მანქანის პატრონთან ფორმალობების მოგვარების შემდეგ, ფრანგი ბაზისკენ საკუთარი ავტომობილით გაემგზავრა და დაგეგმილი ვარჯიში ჩაატარა.