უკრაინელმა ნახევარმცველმა ალექსანდრ ზინჩენკომ ოფიციალურად გაახანგრძლივა კონტრაქტი „მანჩესტერ სიტისთან“.
ახალი ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ამჟამად მოქმედი კონტრაქტი ზინჩენკოს 2020-21 წლების სეზონის ბოლომდე ჰქონდა გაფორმებული.
გასულ სეზონში, რომელშიც უკრაინელი ინგლისის ჩემპიონი გახდა, ის უფრო ხშირად ფლანგის მცველის პოზიციაზე თამაშობდა. მან ჯამში 29 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.