ზინჩენკო მიტინგზე - „ბარსელონა“ და „ნაპოლი“ ომის წინააღმდეგ, ფლეშმობი არქტიკული წრის მიღმა #1TVSPORT
ზინჩენკო მიტინგზე - „ბარსელონა“ და „ნაპოლი“ ომის წინააღმდეგ, ფლეშმობი არქტიკული წრის მიღმა #1TVSPORT

ოლეკსანდრ ზინჩენკო მანჩესტერის ქუჩებში უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების წინააღმდეგ გამართულ აქციაში მიიღო მონაწილეობა. უკრაინის ნაკრების ლიდერი (48 მატჩი, 8 გოლი) და „მანჩესტერ სიტის“ წევრი აქციის მონაწილეებს შეუერთდა.

რამდენიმე ადამიანს უკრაინის მხარდასაჭერად ლურჯ-ყვითელი“ დროშები და პლაკატები ეჭირა. მანამდე „მანჩესტერ სიტის“ ლეგიონერმა მკვეთრად ისაუბრა პუტინზე და რუსეთის პრეზიდენტის სიკვდილი უსურვა.

აღსანიშნავია, „ბარსელონამ“ და „ნაპოლიმ“ ევროპა ლიგის მატჩი დაიწყეს მოწოდებით – „შეაჩერე ომი“.

ნორვეგიაში, არქტიკული წრის მიღმა, „ბოდე გლიმტის“ და შოტლანდიური „სელტიკის“ მატჩზე კი უკრაინის მხარდასაჭერი ფლეშმობი გაიმართა.

უკრაინის მხარდაჭერა დააფიქსირა ინსტაგრამზე დონეცკის „შახტარის“ ყოფილმა ლიდერმა, ბრაზილიის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“’ მოთამაშე ფერნანდინიომ – „უკრაინელო ხალხო, შენს გევრდით ვარ“.