რაგბიში ზიმბაბვეს ნაკრებმა ტუნისის წინააღმდეგ მსოფლიო თასის შესარჩევი მატჩის წინა ღამე ქუჩაში გაატარა, – წერს ბრიტანული გაზეთი „დეილი მეილი“ (Daily Mail). გუნდის მოთამაშეებს ტროტუარზე ეძინათ.
მსგავსი სიტუაციის მიზეზი გახდა ის, რომ აფრიკის რაგბის ფედერაციამ ვერ მოუნახა ნაკრებს შესაფერისი სასტუმრო. ასევე იტყობინებიან, რომ უფრო ადრე, ზიმბაბველებმა ტუნისში გაფრენა ვერ შეძლეს იმის გამო, რომ 600 ევრო ვერ გამონახეს ვიზების მისაღებად.