„რეალის“ მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი დადებითი იყო, – იუწყება მადრიდული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
წინასწარი ინფორმაციით, სამეფო კლუბის დამრიგებელი ორ უახლოეს მატჩს გამოტოვებს – „ალავესთან“ 23 იანვარს და „ლევანტესთან“ 30 იანვარს.
„რეალი“ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ტურნირის ლიდერს, თანაქალაქელ „ატლეტიკოს“ შვიდი ქულით ჩამორჩება.