ზიდანმა უარი უთხრა პორტუგალიას, ბრაზილიას, აშშ-ს, კატარსა და საამიროებს - ფრანგს „იუვენტუსში“ მუშაობა სურს #1TVSPORT
ზიდანმა უარი უთხრა პორტუგალიას, ბრაზილიას, აშშ-ს, კატარსა და საამიროებს - ფრანგს „იუვენტუსში“ მუშაობა სურს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს „იუვენტუსში“ მუშაობა უნდა.

როგორც გაზეთი „ეკიპი“ წერს, ტურინული კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტის გამო ფრანგმა სპეციალისტმა უარი უთხრა პორტუგალიის, ბრაზილიის, აშშ-ის, კატარისა და საამიროების ნაკრებებს.

ზიდანი „იუვენტუსში“ 1996-2001 წლებში მუშაობდა და ამ გუნდთან ერთად ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი.

შეგახსენებთ, რომ ზიდანის პრიორიტეტი იყო საფრანგეთის ნაკრებში მუშაობა, მაგრამ მოქმედ მწვრთნელთან, დიდიე დეშამთან 2026 წლის ბოლომდე გაფორმდა კონტრაქტი.

ზინედინ ზიდანი უმუშევარია 2021 წლის ზაფხულიდან, როცა მან მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.