ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ფრანგ სპეციალისტს ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში, გუნდის პოზიციების გაძლიერება შეუძლია. ასეთ აზრამდე „ჩელსის“ შეფობა „მანჩესტერ სიტისთან“ ანგარიშით 0:6 განადგურების შემდეგ მივიდა.
გაზეთ „სანის“ (The Sun) ინფორმაციით, მოლაპარაკებები ზიდანისა და „ჩელსის“ წარმომადგენლებს შორის ამ კვირას უკვე დაიწყო. ამ მომენტისთვის 46 წლის სპეციალისტი, რომელიც უმუშევრად რჩება, სამწვრთნელო კარიერის ინგლისში გაგრძელების შესაძლებლობას განიხილავს.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ მაურიციო სარის სავარაუდო შემცვლელად მოიაზრება „ჩელსის“ ლეგენდა ჯანფრანკო ძოლა, რომელიც დღეს, სწორედ ლონდონურ კლუბში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს.