ზიდანმა პსჟ-ს უარი უთხრა და საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელობა სურს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა ზინედინ ზიდანთან კონტრაქტის გაფორმებას ცდილობდა, მაგრამ 49 წლის სპეციალისტმა შემოთავაზებაზე უარი თქვა, მაგრამ მომავალში თამამშრომლობას არ გამორიცხავს, – იუწყება RMC Sport.
გამოცემის ინფორმაციით, ზიდანი უახლოეს მომავალში არ გეგმავს, პარიზულ კლუბს უხელმძღვანელოს, რადგან მისი მთავარი მიზანი საფრანგეთის ეროვნული გუნდის თავკაცობაა.
შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა მაურისო პოჩეტინომ დატოვა, რომელმაც პსჟ 2021 წლის იანვარში ჩაიბარა და ამ მცირე პერიოდში გუნდთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო.