მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გარეთ ბეილის აგენტის კრიტიკას უპასუხა. ამ უკანასკნელმა, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მწვრთნელი ძალიან მკაცრი იყო, როცა უელსელის კლუბიდან გაშვებაზე საუბრობდა.
„პირველ რიგში არანაირი უპატივცემულობა ჩემი მხრიდან არ ყოფილა. ფეხბურთელები კლუბის ყველაზე მთავარი ნაწილი არიან, ამიტომაც მე ყოველთვის მათ გვერდით ვიქნები. უბრალოდ განვაცხადე, რომ კლუბი მის გაყიდვას ცდილობს. ბეილმა „ბაიერნთან“ იმიტომ არ ითამაშა, რომ მას ეს თვითონ არ სურდა. მან განაცხადა, რომ იგი არ ითამაშებდა, თუ კლუბი მისი გაყიდვის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ბეილი, ჯერჯერობით, ვარჯიშს ჩვეულებრივი რეჟიმით გააგრძელებს“, – განაცხადა ზიდანმა.