მაისური, რომლითან ზინედინ ზიდანმა 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიის წინააღმდეგ ითამაშა, პარიზში აუქციონზე გაიყიდება.
საფრანგეთის ნაკრების ათნომრიან მაისურს ოფლისა და ბალახის კვალიც კი ამჩნევია და, როგორც აუქციონის ორგანიზატორები აცხადებენ, მისი ავთენტურობა ეჭვს არ იწვევს. ლოტის საწყისი ფასი 20 000 ევროა, თუმცა ვარაუდობენ, რომ მის გაყიდვას ორჯერ მეტ თანხადაც შეძლებენ. აუქციონი 13 ოქტომბერს გაიმართება.
აღნიშნული მაისური ზიდანისთვის იღბლიანი გამოდგა. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში ფრანგმა ბრაზილიის კარში 2 გოლი გაიტანა და საფრანგეთის ნაკრებმა მატჩი 3-0 მოიგო.