ზიდანი ზამთარში ახალი ფეხბურთელების შეძენას არ აპირებს
ზიდანი ზამთარში ახალი ფეხბურთელების შეძენას არ აპირებს

ბოლოდროინდელი წარუმატებელი თამაშის მიუხედავად, მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ გუნდის შემადგენლობით კმაყოფილია.

ფრანგის სიტყვებით, „სამეფო კლუბი“ არ აპირებს ზამთრის სატრანსფერო ბაზრისას ახალი ფეხბურთელების შეძენას.

„ამ მომენტისთვის არავინ გვჭირდება. ვნახოთ, რა მოხდება იანვრის ბოლომდე, მაგრამ ამ ეტაპზე არანაირი გეგმები არ გაგვაჩნია. მე კმაყოფილი ვარ შემადგენლობით“, – მოჰყავს Marca-ს ზიდანის სიტყვები.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ბევრი დაიწერა „რეალის“ ინტერესის შესახებ ედენ აზარის მიმართ. გარდა ამისა, მადრიდელები ახალი ფორვარდის შეძენას გეგმავენ.