ზიდანი ვერ მოიხიბლა პსჟ-ის ახალი პროექტით და უარი თქვა გუნდის გაწვრთნაზე #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი, დიდი ალბათობით, არ ჩაუდგება სათავეში „პარი სენ-ჟერმენს“.
ცოტა ხნის წინ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ზიდანი მთავარი კანდიდატია პარიზული კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
როგორც გამოცემა Telefoot ამტკიცებს, ზიდანი არ მოიხიბლა პსჟ-ის ახალი პროექტით, რომელსაც გეგმავენ კლუბის ყატარელი მფლობელები.
ზინედინ ზიდანი 2021 წლიდან უმუშევარია, როცა მადრიდის „რეალი“ დატოვა.