ზიდანი თანხმდება „მარსელის“ მწვრთნელობას, თუ კლუბს საუდის არაბეთში შეიძენენ #1TVSPORT
ზინედინ ზიდანი მზად არის, გახდეს „მარსელის“ მთავარი მწვრთნელი, ოღონდ ერთი პირობით.
გამოცემა France Bleu იტყობინება, რომ რამდენიმე კვირის წინ 51 წლის სპეციალისტი მოელაპარაკა საუდის არაბეთის წარმომადგენლებს იმაზე, რომ თუ ისინი შეიძენენ ფრანგულ კლუბს, ზიდანი დათანხმდება მწვრთნელად მუშაობას.
ამტკიცებენ, რომ არაბები აპირებენ, „მარსელი“ „ფრანგულ ნიუკასლად“ გადააქციონ და ზიდანს მოსწონს ამბიციური პროექტი, ასევე ის, რომ მას ტრანსფერებისთვის 300 მილიონ ევროს გამოუყოფენ.
ამასთან, „მარსელის“ ამჟამინდელმა მფლობელმა, ფრენკ მაკკორტმა განაცხადა, რომ არ გეგმავს კლუბის გაყიდვას, რომელიც შვიდი წლის წინ 45 მილიონ ევროდ შეიძინა.