ცნობილი გახდა მიზეზი, რის გამოც “ელ-კლასიკოს” პირველი ტაიმის შემდეგ მადრიდის “რეალის” ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ შეცვალეს. პორტუგალიელმა პირველ ნახევარში კოჭი დაიზიანა და მადრიდელთა სამწვრთნელო შტაბმა მისი შეცვლა გადაწყვიტა.
რონალდუს მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა.
“ეს ტრავმა ოდნავ გვაშფოთებს, რადგან კოჭი გასიებულია. მაგრამ, კრიშტიანუმ გვითხრა, რომ დაზიანება ძალიან სერიოზული არ არის“, – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა ESPN-თან კომენტარში.
“ბარსელონასა” და “რეალის” მატჩი 2:2 დასრულდა. მადრიდელთა მხრიდან ერთი გოლი რონალდუმ გაიტანა.