ზიდანი „რეალიდან“ მიდის
ზიდანი „რეალიდან“ მიდის

„რეალ მადრიდის“ მთავარი მწვრთნელი ამ წუთებში საგანგებო პრეს-კონფერენციას მართავს, რომელზეც უკვე განაცხადა, რომ მომავალი სეზონიდან მადრიდის სამეფო გუნდში აღარ იმუშავებს.

„ვფიქრობ, ასე უკეთესი იქნება პირველ რიგში ჩემთვის, მაგრამ ასევე გუნდისთვის და ფეხბურთელებისთვის. სამი წელი ვიმუშავე გუნდში, რომელიც ძალიან მიყვარს და ახლა ვგრძნობ, რომ მას სხვა სტილი, სხვა მეთოდოლოგია სჭირდება, რათა მოგება გააგრძელოს“, – განაცხადა ზიდანმა.

მომავალ გეგმებზე უფრო დაწვრილებით ლეგენდარულ ფრანგ ფეხბურთელს არ უსაუბრია, თუმცა ვრცელდება მოსაზრებები, რომ შემოდგომიდან ის საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაინიშნება. უცნობია ასევე „რეალ მადრიდის“ ხელმძღვანელობის გეგმები ახალ მწვრთნელთან დაკავშირებით.