მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა „ელ კლასიკოს“ დასრულების შემდეგ, მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი გამარჯვებას იმსახურებდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ესპანეთის ჩემპიონატის მე-10 ტურის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს „ბარსელონა“ და „რეალი“ დაუპირისპირდნენ – 0:0.
„ჩვენ ამ შეხვედრაში გამარჯვება დავიმსახურეთ, – ციტირებს Marca ზინედინ ზიდანს. – თუმცა, ეს ფეხბურთია და ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც გვინდა. თამაშით კმაყოფილი ვარ და ფეხბურთელებს ვულოცავ კარგ თამაშს, მაგრამ შეტევაში უფრო ძლიერები უნდა ვიყოთ. როცა ჰქმნი მომენტს „ბარსელონას“ მოედანზე, აუცილებლად უნდა გამოიყენო. თუმცა თამაშით და ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ და ჩვენ გამარჯვების რეალური შანსი გვქონდა.“
აღსანიშნავია, რომ ზიდანი „რეალის“ ისტორიაში ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც „კამპ ნოუზე“ ზედიზედ 5 მატჩი დაუმარცხებლად იასპარეზა.