ზიდანი - რამოსმა კარიერა „რეალში“ უნდა დაასრულოს
ზიდანი - რამოსმა კარიერა „რეალში“ უნდა დაასრულოს

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა აზრი გამოთქვა თავისი გუნდის კაპიტნის, სერხიო რამოსის შესახებ.

34 წლის ესპანელის მოქმედი კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს იწურება, მხარეებს კი ჯერ არ მოულაპარაკიათ ხელშეკრულების გაგრძელებაზე.

სერხიოს, როგორც მოთამაშის ადგილი – ამ კლუბშია, – თქვა ზიდანმა. – ის უკვე მრავალი წელია აქ თამაშობს და კარიერაც აქ უნდა დაასრულოს. მე ასე მიმაჩნია და აზრს არ შევიცვლი“.

სერხიო რამოსმა ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში გაიტანა და ამ სეზონში რვა გოლი დააგროვა, რაც მისი შედეგიანობის ახალი რეკორდია.

რამოსი „სევილიადან“ „რეალში“ 2005 წელს გადავიდა.