‘რეალ მადრიდის’ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მიიჩნევს, რომ მეოთხედფინალური მატჩის ბოლო წამებზე მისი გუნდის სასარგებლოდ დანიშნული თერთმეტმეტრიანით გამოწვეულმა სკანდალმა შესაძლოა ნახევარფინალურ მატჩზე მათთვის არასასურველი გავლენა მოახდინოს, რადგან ნებისმიერ საეჭვო სიტუაციაში მსაჯი გადაწყვეტილებას სამეფო კლუბის საწინააღმდეგოდ მიიღებს.
ზიდანის თქმით, მისი გუნდი ნახევარფინალში გასვლას იმსახურებდა და ეს ეჭვს არ უნდა იწვევდეს.
‘როდესაც ხალხი უსამართლობაზე და ძარცვაზე საუბრობს, ეს ნერვებზე მოქმედებს. ჩვენი წარმატებები, როგორც ჩანს, ბევრ ადამიანს არ სიამოვნებს. მინდა დავიცვა ჩემი ფეხბურთელები და ვთქვა, რომ ჩვენ გასვლას ვიმსახურებდით’, – განაცხადა ზინედინ ზიდანმა და დაამატა, რომ ნახევარფინალში გუნდმა ისე უნდა გაიმარჯვოს, რომ ეჭვის საფუძველი არავის მისცეს.