ზიდანი, მოურინიო, მიხაილოვიჩი და ძოლა იტალიური ფეხბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს #1TVSPORT
იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ (FIGC) თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა იტალიური ფეხბურთის დიდების დარბაზის ახალი წევრების სახელები.
ეს პატივი წილად ხვდათ: „იუვენტუსის“ ყოფილ ფეხბურთელს, ზინედინ ზიდანს, „რომას“ მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს, „მილანის“ ყოფილ მწვრთნელს, სინიშა მიხაილოვიჩს, „პარმასა“ და „ნაპოლის“ ყოფილ ნახევარმცველს, ჯანფრანკო ძოლას, „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ ყოფილ ფორვარდს, ალესანდრო ალტობელის, ქალთა „იუვენტუსის“ ფეხბურთელს, კრისტიანა ჯირელის, „ინტერის“ ყოფილ მფლობელს, ერნესტო პელეგრინისა და „ტორინოს“ ექსმწვრთნელს, ერნესტ ეგრი-ერბშტეინს.
დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონია რამდენიმე თვეში გაიმართება.