ზიდანი მიიჩნევს, რომ „რეალი“ მის გარეშეც საუკეთესო გუნდი იქნება  #1TVSPORT
ზიდანი მიიჩნევს, რომ „რეალი“ მის გარეშეც საუკეთესო გუნდი იქნება #1TVSPORT

„სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა „რეალის“ ხვალინდელ მატჩსა და გუნდის პოტენციალზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 22 მაისს მადრიდელები სეზონის ბოლო მატჩს „ვილიარეალის“ წინაღმდეგ ჩაატარებენ. სატურნირო ცხრილში „რეალი“ მეორე ადგილზეა და გათამაშების ლიდერს, თანაქალაქელ „ატლეტიკოს“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. თავის მხრივ პოზიციის განმტკიცებასა და ესპანეთის ჩემპიონობას „ატლეტიკო“ „ვალიადოლიდთან“ მატჩში შეეცდება.

„რთული პერიოდი იყო, მაგრამ საბოლოოდ, ფინალურ ტურამდე მივაღწიეთ და მოედანზე ბოლომდე დავიხარჯებით, – ციტირებს ზიდანის სიტყვებს Football Italia. – ჩვენ ხვალ თამაში გვაქვს და ეს უმთავრესია.

არ აქვს მნიშვნელობა მე როგორი ადამიანი ვარ. მთავარი გუნდია. მხოლოდ ხვალინდელი დღეს არის ის, რაც ახლა გვაინტერსებს. შეძლებდა თუ არა „რეალი“, ჩემს გარეშე საუკეთესო ყოფილიყო? რა თქმა უნდა“, – ამბობს „სამეფო კლუბის“ მთვარი მწვრთნელი და „რეალის“ უმდიდრეს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი.