„სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა მიმდინარე სეზონში „რეალის“ მიზნებსა და პერსპექტივაზე ისაუბრა.
„ამ სეზონში, ლა ლიგაში არის შესაძლებლობა, რომ 45 ქულა მოვიპოვოთ, ასე რომ ჩვენ საკუთარი საქმის კეთებას გავაგრძელებთ, იმის მიუხედავად, სხვა გუნდებს როგორი მდგომარეობა აქვთ, – ციტირებს ზიდანის სიტყვებს „მარკა“. – უნდა ვკონცენტრირდეთ იმაზე, რაც ჩვენზეა დამოკიდებული.
ყოველდღიური მუშაობაა საჭირო. ჩვენ ორი ტურნირი დაგვრჩა – ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა. სეზონის ბოლომდე სიკვდილამდე ვიბრძოლებთ“, – აცხადებს მადრიდული გრანდის მთავარი მწვრთნელი.
ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში „რეალი“ მეორე ადგილზე იმყოფება და გათამაშების ლიდერს, თანაქალაქელ „ატლეტიკოს“ ექვსი ქულით ჩამორჩება.