ზიდანი და გატუზო „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელობის ძირითადი კანდიდატები არიან #1TVSPORT
ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ძირითადი კანდიდატები არიან „რეალის“ დამრიგებელი ზინედინ ზიდანი და ჯენარო გატუზო, რომელიც „ნაპოლის“ ავარჯიშებს. ამის შესახებ დაწერეს გამოცემებმა – Football Italia-მ და Tuttosport-მა.
როგორც ირკვევა, ზიდანი უკვე დიდი ხანია „იუვენტუსის“ პრეზიდენტის ანდრეა ანიელის სამიზნეა, თუმცა, ძირითადი პრობლემაა სპეციალისტის ხელფასი – 12 მილიონი ევრო წელიწადში. ამასთან დაკავშირებით, გატუზო, რომელიც ახლოს არის „ნაპოლის“ დატოვებასთან, შესაძლოა, უფრო მისაღები ვარიანტი გახდეს „იუვენტუსისთვის“.
ტურინული კლუბის ამჟამინდელი დამრიგებელია ანდრეა პირლო. მან გუნდი გასული წლის ზაფხულში ჩაიბარა მაურიციო სარის წასვლის შემდეგ. დღეისთვის, „იუვენტუსი“ მეხუთე ადგილზეა სერია A-ს ცხრილში და ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა იმყოფება.